"ფორმულასთვის" ცნობილი ხდება, რომ ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები მედ პერსონალს ხვდებიან. თავად ექიმებისთვის მათთვის უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე. კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს თავად ჯანდაცვის სამინისტროს თანამრშომლებმა.
"ფორმულას" ინფორმაციით შეხვედრა შეეხება სწრაფ ტესტებს და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შიდა გადადება ფიქსირდება, მედიკოსები აუცილებლობად მიიჩნევენ სწრაფი ტესტების რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას. ასევე მათივე თქმით, ჩინეთიდან ჩამოტანილი სწრაფი ტესტები პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს.
"ეს ტესტების აჩვენებს ან ანტიგენს ან ანტისხეულს. შესაბამისად, თუ ადამიანს არ აქვს ანტისხეული, პასუხი იქნება უარყოფითი. ამიტომ სწრაფი ტესტები კარგია სკრინინგისთვის და უნდა ჩაუტარდეთ მათ ვინც იმყოფება თვიიზოლაციაში. ან თუ სიმპტომები გამოვლინდა ადამიანს და იმავე დღეს ჩაუტარდა ეს ტესტი, ნაკლებად იქნება მიზანშეწონილი ამ ტესტის გამოყენება. ამიტომ ჯერჯერობით ვირუსის დადგენა ხდება პისიარ ტესტით, რომელიც არის ნაცხში",-განმარტავს ერთ-ერთი ექიმი.
მედიკოსების თქმით, სწრაფი ტესტირება საკმაოდ ძვირი ხდება, ამიტომ მათ ამ მიმართულებითაც კითხვები აქვთ.
"საუკეთესოა თუ სწრაფი ტესტი ყველას ჩაუტარდება, მაგრამ თუ შევძლებთ ეკონომიკურად ამის აწევას, აქ კითხვებია. როგორც ვიცით, ეს საკმაოდ ძვირადღირებულია და ბევრ განვითარებულ ქვეყანას უჭირს ამის გაკეთება",-აღნიშნა ერთ-ერთმა ექიმმა.