logo
ENG



ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად აშშ საქართველოს 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს

28 მარ 202015:17
3 წუთის საკითხავი
clock 819
wt0cd0vh9qv9w41.png

1.1 მილიონი დოლარი ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად - ამერიკა საქართველოს  ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის საელჩოს Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, - წერია განცხადებაში.


close დახურვა