logo
ENG



ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის შვილი, შესაძლოა, მოსამართლედ დაინიშნოს

19 მაი 202113:43
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს.

როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ალექსანდრე გზირიშვილი, რომლის მამა ლევან გზირიშვილიც საბჭოს წევრია და ე.წ. კლანთან აქვს კავშირი, შესაძლოა, უვადო მოსამართლედ დაინიშნოს.

"საქართველოს პარლამენტმა ლევან გზირიშვილი არამოსამართლე წევრად აირჩია 2017 წელს. მათ შორის ვიყავი მეც და სხვა არამოსამართლე წევრებიც. 2018 წელს მისი შვილი იწყებს მუშაობას თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც იქამდე არასდროს უმუშავია. შედეგად 4 წლის თავზე უკვე როდესაც ერთ თვეში ვადა გვეწურება ყველას, ის იღებს სარგებელს, კეთილდღეობას, თავისი პირადი და ოჯახური ინტერესებისთვის.

ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ მისი შვილი შესაძლოა, მოსამართლე გახდეს 2053 წლამდე. სავარაუდოდ, კლანი ამით აგზავნის დემონსტრაციულად მესიჯს საზოგადოებისა და ახალი არამოსამართლე წევრებისთვის, რომ თუ თქვენ დაგვიჭერთ მხარს და იქნებით ჩვენთან მიმართებაში ლოიალურები, მისცემთ ხმას ჩვენს გადაწყვეტილებებს, მაშინ ჩვენგანაც მიღებთ გარკვეულ მნიშვნელოვან სარგებელს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.


close დახურვა