იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, საბჭოს წევრის ლევან გზირიშვილის შვილი, ასევე მოსამართლე ლევან მურუსიძის თანაშემწე მოსამართლეებად დაინიშნენ. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.
ალექსანდრე გზირიშვილი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო სალომე სამხარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მოძრაობა სირცხვილიას ცნობით, ალექსანდრე გზირიშვილის კარიერა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი მამა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს. 2014 წელს ალექსანდრე გზირიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე გზირიშვილის შვილის ნათლია ლევან მურუსიძის მეუღლეა.