logo
ENG



ჯანეზაშვილი: პოლიტიკა და სასამართლო გადაჯაჭვულია და ამას ყოველდღიური ფაქტები წარმოაჩენს

23 ივნ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას არჩევნებზე ხალხი გასცემს პასუხს სასამართლოში არსებული სიტუაციის გამო.

ჯანეზაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკა და სასამართლო გადაჯაჭვულია.

„არჩევნებით ხალხი პასუხს გასცემს ხელისუფლებას რატომ მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლო ამ ფორმით დაკომპლექტებაში, რატომ არ გაითვალისწინა ხალხის აზრი, ის კრიტიკა, რომელიც პროფესიულ წრეებში არსებობდა. პოლიტიკა და სასამართლო ისე არის გადაჯაჭვული, რომ ყოველდღიური ფაქტები ამას ძლიან კარგად წარმოაჩენს. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა შექმნას ისეთი ძლიერი კანონმდებლობა, რომ ხელისუფლების ჩარევის შესაძლებლობა სასამართლო სისტემაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭირვალო საქართველომ“ პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობის შეფასების საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  

როგორც შედეგებიდან ირკვევა,  45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40% თვლის, რომ კლანის გავლენის ქვეშ არის.

close დახურვა