logo
ENG



TI:მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი-პოლიტიზირება და მმართველი ძალის მსახურება

23 ივნ 202011:17
3 წუთის საკითხავი
clock 872
37xrd2sb1kqx7bv.jpg

„საერთაშორისო გამჭირვალო საქართველომ“ პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობის შეფასების საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  

როგორც შედეგებიდან ირკვევა,  45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40% თვლის, რომ კლანის გავლენის ქვეშ არის.

კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოების 72% პროცენტი მიიჩნევს, რომ პროკურატურა სრულად ან ნაწილობრივ მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება.

„მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი მისი პოლიტიზირება და მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას როგორც სასამართლო სისტემა, ისე პროკურატურა:

საზოგადოების 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს, ხოლო ამ ადამიანებიდან 84% თვლის, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს

ადამიანების იმ 47%-დან, რომელიც ფიქრობს რომ სასამართლოში კლანი არსებობს, 88% მიიჩნევს, რომ მათ სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ

45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40% თვლის, რომ კლანის გავლენის ქვეშ არის

48% თვლის, რომ საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება

საზოგადოების 72% პროცენტი მიიჩნევს, რომ პროკურატურა სრულად ან ნაწილობრივ მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

სრული კვლევა.


close დახურვა