უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ადგილზე შესაძლოა, შალვა თადუმაძე ან გიორგი მიქაუტაძე შეარჩიონ. ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ვარაუდიბს. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, კონსულტაცია, რომელიც დღეს იუსისტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გაიმართოს, წინასწარ დადგმული შოუა.
„რეალურად, ეს არის შემოქმედება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების, რომ ჩაატარონ კონსულტაციები მოსამართლეებთან და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვის დაასახელებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად. სინამდვილეში ეს ყველაფერი შოუა. გამორიცხული არაა ეს იყოს შალვა თადუმაძე ან გიორგი მიქაუტაძე. მიქაუტაძეს დიდ ნდობას უცხადებს ჩინჩალაძის კლანი, ხოლო თადუმაძე პოლიტიკური ხელისუფლება უცხადებს ნდობას“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
შედარებით ნაკლებად ცნობადი კანდიდატის შერჩევას ვარაუდობს ანა დოლიძე. მისი თქმით, დიდი ალბათობაა, რომ კლანმა სწორედ ისეთი მოსამართლე შეარჩიოს თავმჯდომარის პოზიციაზე, რომელის სახელიც ხელისუფლებასთან ნაკლებად იქნება დაკავშირებული.
„ბოლო დროს დასავლეთიდან წამოსული ძალიან მკაცრი განცხადების ფონზე, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას ეხებოდა. ხელისუფლებამ შეიძლება აარჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პირი, რომლის გვარიც არ იყვირებს. ეს შეიძლება არ იყო ხელისუფლების ფავორიტი თადუმაძე ან ფავორიტი მიქაუტაძე, არამედ იყოს პირი, რომელიც ნაკლებად შემჩნეულია ხელისუფლებასთან კავშირი“, - განაცხადა დოლიძე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს გაიმართება, ასევე დღესვე გახდება ცნობილი საბჭოს გადაწყვეტილებაც.