logo
ENG



ჯანეზაშვილის ცნობით, უვადო მოსამართლე სვიანაძემ შვებულება აიღო, აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა

05 აპრ 202118:47
3 წუთის საკითხავი
 
ჯანეზაშვილის ცნობით, უვადო მოსამართლე სვიანაძემ შვებულება აიღო, აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, უვადო მოსამართლემ, მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. 

როგორც ჯანეზაშვილი წერს, მოსამართლემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადადგომის მოთხოვნით უკვე ამერიკიდან მიმართა. 

"ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა. იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში", - წერს ჯანეზაშვილი Facebook-ზე

სვიანაძე 2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 

ინფორმაციის დაზუსტებისთვის ფორმულა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია დაგვიდასტურეს. მათი თქმით, მოსამართლე სვიანაძემ მათ წერილობით, პირადი განცხადების საფუძველზე მიმართა, დღეს გამართულ სხდომაზე კი საკითხის განხილვა მოხდა, რის შემდეგაც საბჭომ მოსამართლის მოთხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. 


close დახურვა