logo
ENG



ჯანმო: სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალი ეპიცენტრია

23 მაი 202011:31
3 წუთის საკითხავი
 
srtuk39h8dm7mat.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობების დირექტორის მაიკ რაიანის განცხადებით, სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალი ეპიცენტრია, რადგან ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა იზრდება.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ბრაზილიაში ​ამაზონელების ინფიცირებაა.

„სამხრეთ ამერიკა ახლა ახალი ეპიცენტრია. ბევრ ქვეყანაში იზრდება ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა. ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ შემაშფოთებელი ვითარება ბრაზილიაშია“, - განაცხადა ჯანმოს საგანგებო მდგომარეობების დირექტორმა, მაიკ რაიანმა. „დაახლოებით 100 000 მოსახლეზე, ინფიცირებულია 490 პირი, ეს ძალიან დიდი რიცხვია“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.

დღევანდელი მონაცემებით, ბრაზილია კორონავირუსის შემთხვევებით მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.


close დახურვა