logo
ENG



ჯანმო: სიცოცხლის გადასარჩენად ყველაზე მარტივი გზა გადაცემათა ჯაჭვის გაწყვეტაა

17 მარ 202011:56
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს შესაძლო ინფიცირების თითოეული შემთხვევის მკაცრად  შემოწმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის შესაჩერებლად აუცილებელია ოპერატიულად მოხდეს ტესტირების ორგანიზება, ინფიცირებულების იზოლაცია და კონტაქტების დროული  დადგენა.

მისი თქმით მხოლოდ პირადი ქცევების შესახებ მითითებების დაცვა  პანდემიის შესაჩერებლად საკმარისი არ არის. ტედროს გებრეიესუსის  განმარტებით, აუცილებელია კორონავირუსის ინფექციის ყველა შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირება და პაციენტების იზოლაცია მაშინაც კი, როდესაც დაავადების სიმპტომები მარტივი ფორმით ვლინდება. 

„ყველა ქვეყნის ქმედება კომპლექსური უნდა იყოს. თუმცა, ყველაზე ეფექტური გზა სიცოცხლის გადასარჩენად, არის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა. საამისოდ საჭიროა ტესტი და ინფიცირება. პანდემიას ვერ შევაჩერებთ თუ არ გვეცოდინება ვინ არის ინფიცირებული. ჩვენი გზავნილი მარტივია - ტესტი, ტესტი და ტესტი. ანალიზი ჩაატარეთ ყველა საეჭვო შემთხვევაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოაქციეთ იზოლაციაში და იპოვეთ ვისთან ქონდათ ახლო კონტაქტი ორი დღოთ ადრე და ტესტი მათაც ჩაუტარეთ“, - განაცხადა გებრეისუსმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად 34 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 008 მოქალაქე.

 


close დახურვა