logo
ENG



ჯანმო: უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებზე 64 თავდასხმა განხორციელდა

23 მარ 202221:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/n4ug112meu1rbx3.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებზე 64 თავდასხმა განხორციელდა.

"ჯანდაცვაზე თავდასხმა უნდა შეწყდეს. ჯანდაცვის სისტემები, დაწესებულებები და ჯანდაცვის მუშაკები არ არიან და არ უნდა იყვნენ სამიზნე", - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

WHO-ს გადაუდებელი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკ რაიანის თქმით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების 32%-ში არიან ქრონიკულად დაავადებული ადამიანები და 20%-ში არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

რაიანის თქმით, მსგავსი სიტუაციები, როგორიც უკრაინაში, ხშირად ქმნიან ისეთ პირობებს, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებზე წვდომაც კი სიცოცხლისთვის საშიში ხდება.

"ეს არის დეჰუმანიზაცია იმ დონეზე, რომლის ახსნაც ძალიან რთულია. ეს ძალიან რთული გასაგებია. რთული წარმოსადგენიც კია, რისი გავლა უწევთ ადამიანებს ასეთ დროს", - განაცხადა რაიანმა.


close დახურვა