logo
ENG



ჯანმო მოითხოვს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იყოს

13 ივნ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იყოს. განცხადება ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ტედროს გებრეიესუსმა პოზიცია მას შემდეგ გამოხატა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ სახელმწიფოებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა შექმნილი ვაქცინის მარაგი შეინახონ, რაც ღარიბ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას შეუზღუდავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერებმა პოლიტიკური ვალდებულება უნდა აიღონ.


close დახურვა