logo
ENG



ჯარი, ეკლესია, ექიმები, მედია - ვის რამდენად ენდობა მოსახლეობა

09 სექ 202121:13
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 7

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს (92%), ეკლესიას (84%) და ექიმებს (83%) ენდობა. 

ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე ნაკლები ნდობით საქართველოს პრეზიდენტი (39%), ბანკები (40%), საქართველოს პარლამენტი (42%) და პოლიტიკური პარტიები (43%) სარგებლობენ. 

ნდობის რეიტინგი სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ შემდეგნაირად გამოიყურება: 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 

 


close დახურვა