logo
ENG



ჯარჯი წიკლაური: მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა

29 ნოე 202121:17
3 წუთის საკითხავი
clock 1211
ჯარჯი წიკლაური: მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა

მიხეილ სააკაშვილის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის თქმით, ექსპრეზიდენტმა სასამართლო დარბაზი პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა. 

განცხადება მან დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ, მთავარი პროკურატურის შენობაში გააკეთა. 

წიკლაურმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები 2 თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ თითქოს მას სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, დღეს კი სასამართლო დარბაზის პოლიტიკური განცხადებების ადგილად გადაქცევა ვიხილეთ. 

"ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და გაეცა პასუხები კონკრეტულ შეკითხვებზე, 7 ნოემბრის საქმეზე, მათ სასამართლო გამოიყენეს, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა და მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგებისთვის აქციეს სასამართლოს სხდომა.

ჩვენ მზად ვიყავით წარმოგვედგინა მტკიცებულებები, უტყუარი ფაქტები 7 ნოემბრის დარბევაზე, პატარკაციშვილების ოჯახისათვის დანაშაულებრივად ქონების წართმევაზე, ყველა ეს შეკითხვა გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან და ნაცვლად იმისა, რომ ამ შეკითხვებს გასცემოდა პასუხი, მათ მხოლოდ პოლიტიკური გამოსვლისთვის გამოიყენეს მთელი სხდომა". - თქვა ჯარჯი წიკლაურმა. 

დღეს მიხეილ სააკაშვილი პირველად დაესწრო თავის სასამართლო პროცესს, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება. ექსპრეზიდენეტმა პროცესზე საათზე მეტ ხანს ილაპარაკა. 


close დახურვა