ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება ლეიბორისტული პარტიის ოფისში შალვა ნათელაშვილმა გაასაჯაროვა.
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ჯაფარიძის ოპონენტი მმართველი გუნდიდან პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკია, ოქრუაშვილის კი - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკოა. ამ ოლქებში კანდიდატები პარტიამ ლელომაც წარადგინა. მათგან საბურთალოს მაჟორიტარობისთვის ბადრი ჯაფარიძე იბრძოლებს, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის - ლევან სამუშია. საბურთალოს ოლქში, ასევე, საკუთარი კანდიდატურა დააყენა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება დანარჩენ 6 მაჟორიტარულ ოლქს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთა სია ასეთია: ვაკე - ელენე ხოშტარია, მთაწმინდა - შალვა შავგულიძე; გლდანი - ნიკა მელია; სამგორი - ლევან ხაბეიშვილი; ისანი - გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი, - 5 პარტიის 6 კანდიდატი ასე გამოიყურება.