logo
ENG



ჯაფარიძე: აუდიტი გვიჩივის, გირჩი TV-ზე გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გადისო

28 ოქტ 202013:32
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: აუდიტი გვიჩივის, გირჩი TV-ზე გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გადისო

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებით, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, აუდიტის სამსახურმა პარტიას სასამართლოში უჩივლა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, აუდიტი აცხადებს, რომ გირჩი TV-ს ეთერში პარტია გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გავიდა და ამისთვის 1600-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.

"3 დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამართლოში გვიჩივლეს ისევ. უნდათ, რომ აქ დაგვაკარგინონ დრო. აუდიტის სამსახური გვიჩივის, რომ გირჩი TV-მ გაუშვა თურმე პოლიტიკური პარტია გირჩის რეკლამა უფასოდ. დედით მამლუქი თუ გაქვთ ნანახი, მაგ ვიდეოზეა საუბარი, რომ ეგ ყოფილა თურმე გირჩის რეკლამა. 828 ლარის რეკლამა იყოო ეგო, როგორ დათვალეს არ ვიცი, მაგრამ ორმაგი ოდენობით გვაჯარიმებენ და დაგვიბარეს ისევ სასამართლოში", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე დასწრებას და "მასკარადში" მონაწილეობას არ აპირებს.


close დახურვა