logo
ENG



ჯაფარიძე: ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ნონსენსია

27 ნოე 202014:24
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ნონსენსია

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების თემას ეხება და აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში დაფინანსება ნონსენსია. 

მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი ძალაში დარჩება, გირჩი საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებს.

"პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა. ბოიკოტის რეჟიმში - არის ნონსენსი. მაშინ დავაკონკრეტოთ რას ვგულისხმობთ ბოიკოტში:

პარლამენტარის ხელფასი რესურსი არ არის? 

პარლამენტარის თანაშემწის ხელფასი რესურსი არ არის?

საპარლამენტო დელეგაციებში ადგილები, მივლინებები და საერთაშორისო კონტაქტების გაჩენა/გამყარება?

სადეპუტატო იმუნიტეტი?

პარლამენტარების ოთახები?

მაშინ ვთქვათ, რომ ბოიკოტი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილოებაზე უარის თქმას ანუ საკომიტეტო სხდომებსა და სესიებზე არ დასწრებას,  ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოსულა, რადგან პარტიას რესურსები სჭირდება, ბიძინაა დასამარცხებელი", - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკო-ს 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ესენი: ქართული ოცნება, საარჩევნო ბლოკში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია შემავალი 5 პარტია, ევროპული საქართველოგიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში გაერთიანებული ორი პარტია.

დაფინანსების მოთხოვნით ცესკო-სთვის არ მიუმართავთ გირჩსლეიბორისტულ პარტიას, ლელოსმოქალაქეებსა და პატრიოტთა ალიანსს.

თუმცა, ლელოში აცხადებენ, რომ პარტიაში ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 


close დახურვა