logo
ENG



ჯაფარიძე: მედგიდი 24სთ-ით წყვეტს მუშაობას, მიზეზი ტროლ-ბოტების თავდასხმაა

29 აგვ 202116:40
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: მედგიდი 24სთ-ით წყვეტს მუშაობას, მიზეზი ტროლ-ბოტების თავდასხმაა

სამედიცინო ფეისბუკჯგუფ მედგიდის ერთერთი შექმნელი ამბობს, რომ ჯგუფი 24 საათით მუშაობას შეწყვეტს და მის 100 ათასამდე წევრს ვეღარ მოემსახურება.

სოფო ჯაფარიძის განმარტებით, მიზეზი ტროლებისა და ბოტების მხრიდან თავდასხმაა, რამაც ჯგუფის მესამედ წაშლის საფრთხე გააჩინა. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა დროებით საქმიანობის შეწყვეტა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მედგიდი ხელისუფლების სამიზნეა.

„რატომ? - იმიტომ, რომ ვიკვეთებით ვიღაცების ინტერესებთან, რაც არაერთხელ გამიჟღერებია; იმიტომ, რომ ხელისუფლებას ვაღიზიანებთ კეთილი საქმის კეთებით; იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში ანტივაქსერული კამპანია უფრო ხელშეწყობილია ვიდრე ვაქცინაციის სწორი საინფორმაციო კამპანია; ქვეყანაში სადაც დღეში საშუალოდ 60-80 მდე ადამიანი იღუპება და ხელისუფლებამ ეს ტრაგედია სტატისტიკად აქცია", - წერს სოფო ჯაფარიძე.

ჯგუფი მედგიდი ორჯერ უკვე წაიშალა. ორივე შემთხვევის შემდეგ დამფუძნებლებმა ის მალევე აღადგინეს.


close დახურვა