logo
ENG



ჯაფარიძე: პასუხისმგებლიანი მთავრობა აქამდე არ მიგვიყვანდა, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა

17 ივნ 202215:33
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: პასუხისმგებლიანი მთავრობა აქამდე არ მიგვიყვანდა, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა
ვახო ქარელი/ფორმულა

ნათელი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ მოახერხა, ქვეყანა გამორთულიყო ტრიოდან. უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო ვერ იღებს, იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა სწორედ ამ მიზნით, რომ საქართველო დარჩენილიყო კანდიდატის სტატუსის მიღმა.

პასუხისმგებლიანი მთავრობა აქამდე ქვეყანას არ მიიყვანდა, სადამდეც მიიყვანეს, რომ ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა და აუტსაიდერი, ამიტომ ასეთი მთავრობა არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რომელსაც უნდა დგამდეს მთავრობა, როდესაც ასეთი დიდი მარცხი ვიწვნიეთ. ეს არის მარცხი, ჩვენ გავხდით აუტსაიდერი, შესაბამისად ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავსახოთ გეგმა და მსოფლიოს და ევროპას ვაჩვენოთ, რომ ვართ ცივილიზებული ერი, გაერთიანებული ევროინტეგრაციის იდეის ირგვლივ, უნდა ვაჩვენოთ ეს 20 ივნისს და 24-ის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად


close დახურვა