logo
ENG



ჯაფარიძე: სუსი პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქში

03 სექ 202119:22
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: სუსი პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქში

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათ პარტიულ სიებში მყოფ პირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკავშირდება და ემუქრება. ამის შესახებ ჯაფარიძე ფეისბუქზე წერს.

"სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში. რამდენიმემ დაგვირეკა და გვთხოვა სიიდან ამოღება, რადგან არ სურს, რომ პრობლემა შეექმნას სამსახურში ან ზოგადად. ყველა ამ ადამიანისგან ინდივიდუალური თანხმობა გვაქვს მიღებული სიაში ყოფნაზე გასულ დღეებში არცერთი ადამიანი არ დაგვიმატებია სიაში არსებული ბაზებიდან მათი ნებართვის გარეშე.

გასაგები რომ იყოს: პარტიას სჭირდება სია ყველა საარჩევნო ოლქში ცალ-ცალკე. სიის არარსებობის შემთხვევაში, პარტია ვერ იღებს ხმას + იკარგება ოპოზიციური პარტიული ხმა + იზრდება ოცნების % ქვეყნის მასშტაბით. არასოდეს აქამდე მსგავსი პრობლემა ჩვენთვის არ შეუქმნიათ. აშკარად ძალიან შეშინებული არიან", - წერს ჯაფარიძე.


close დახურვა