მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ დაახლოებით 5 წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი ამ წუთში, რაც ბარიერად ეღობება ამას, ეს არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას, ამიტომ 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა. ამის მიღწევისთვის არის სამი რამ გასაკეთებელი: საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ საარჩევნო ყუთებთან 26 ოქტომბერს. მეორე, ეს არის ხმების დაცვა, მას შემდეგ, რაც ხალხი მოვა საარჩევნო ყუთებთან და მესამე, ეს არის ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში.
მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია ეხმიანება ამ სამივე ამოცანას. თუ ამ ამოცანებს შევასრულებთ, ოქტომბერში ჩვენ გავიმარჯვებთ, მე მჯერა ამის. და ამის შემდეგ 5 წელიწადში დავძლევთ ისეთ რაღაცას, რაც ბევრმა თაობამ ვერ დაძლია ამ ქვეყანაში, ეს არის არა მარტო ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ მარტო, არამედ თითოეულ მოქალაქეს, არამედ პრივილეგიაც იმ თაობის, რომელიც დღეს ცხოვრობს ამ ქვეყანაში და რომელსაც შეუძლია აასრულოს მართლა ისტორიული ოცნება წინა თაობების.