logo
ENG



ჯაფარიძე: ხელისუფლებაში გვყავს რუსები და ეს მარტო იმით არ ჩანს, რომ ფარცხალაძე გამოავლინეს

15 სექ 202314:29
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: ხელისუფლებაში გვყავს რუსები და ეს მარტო იმით არ ჩანს, რომ ფარცხალაძე გამოავლინეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

მე მგონი რომ რეალობა იქით არის, სინამდვილეში, რუსები გვყავს ხელისუფლებაში და მათი ერთ-ერთი აგენტი გამოავლინა აშშ-მა. ეს არის რეალური მოცემულობა და ამიტომ, რეაქციებიც შესაბამისი იქნება ამ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ან უნდა დავიჯეროთ, რომ ფარცხალაძე იყო ერთადერთი ამ ხელისუფლებაში, რომლებზეც რუსები მუშაობდნენ და რომელიც გამოააშკარავა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. სულ რამდენიმე რაღაცაა, ან უნდა დავიჯეროთ, რომ აშშ-ში იგონებენ ამ ყველაფერს და ცილს სწამებენ ფარცხალაძეს, რაც ცხადია სისულელეა, ან უნდა დავიჯეროთ, რომ ერთადერთი აგენტი ჰყავდათ ხელისუფლებაში რუსებს ან უნდა დავიჯეროთ, რომ სინამდვილეში საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურები ინტერპრეტირებულია რუსული სპეცსამსახურების მიერ. მე პირადად მჯერა მესამე ვერსიის, რომ ხელისუფლებაში გვყავს რუსები, ეს მარტო იმაზე არ ჩანს, რომ ფარცხალაძე გამოავლინეს, ეს ჩანს მთელს მათ მოღვაწეობაში, რაც კი ისინი ხელისუფლებაში არიან, რაც მათ ხელშია ძალაუფლება, პრაქტიკულად, ყველა მათი ნაბიჯი ნაკარნახევია ვითომ იმით, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, სინამდვილეში კი, ისინი ატარებენ რუსეთის ინტერესებს, ეს არის სამწუხარო რეალობა და ამ რეალობის დასრულების ერთადერთი გზა არსებობს, რომ ესენი წავიდნენ ხელისუფლებიდან.


close დახურვა