logo
ENG



ჯაფარიძე: ხვალიდან მიხეილ სააკაშვილის სახელით ვიწყებ კამპანიას

21 აგვ 202312:08
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სოფო ჯაფარიძის ინფორმაციით, ხვალიდან, 22 აგვისტოდან მიხეილ სააკაშვილის სახელით კამპანიას იწყებს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოს ყველა კუთხეში ჩავა.

"მივმართავ ნაციონალური მოძრაობის თითოეული მხარდამჭერს. მიხეილ სააკაშვილის იმ ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც წლებია უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვეობაში და ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხია ამ ტყვეობის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. ამიტომ ისე როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტიზმის უმაღლესი სტანდარტი. იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან რთული ის აქედან, ამ ოთხი კედლიდან აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის, მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და ის აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისთვის და სამშობლოს გადარჩენისთვის.

ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელ კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას აი, ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები აი ამ ძალიან რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ძალიან მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს. მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება და არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილია, რომ თქვენთან ერთად შექმნას აი ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება არის გარდაუვალი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამარჯვება ისე ახლოს არის, როგორც არასოდეს და მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე", - თქვა ჯაფარიძემ.


close დახურვა