logo
ENG



ჯაფარიძე ანაკლიაზე:ეს არის ივანიშვილის ამოცანა და პოლიტიკური დევნა

09 იან 202013:43
3 წუთის საკითხავი
 
famtn8vpb899qu5.jpg

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა, რათა ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო. ჯაფარიძის თქმით, ასეთ პირობებში შეუძლებელია რომელიმე ინვესტორმა ხელი მოკიდოს ანაკლიის პროექტს.

„ჩვენ წინააღმდეგ შემოტევა დაიწყო 2018 წელს, როდესაც ანაკლიის პროექტი ვითარდებოდა დაუბრკოლებლად. პირველად დაიწყო ბიძნა ივანიშვილმა მისი განცხადებებით ჩემსა და მამუკას წინააღმდეგ. შემდეგ განხორციელდა ეროვნული ბანკისა და პროკურატურის შემოტევით. ამან გამოიწვია ინვესტორების დაფრთხობა. ასეთი ტიპის პროექტში, როდესაც ხედავენ, რომ სახელწიფო ებრძვის კონსორციუმის დამფუძნებლებს, ეს იწვევს ინვესტორების განდევნას ქვყენიდან. მიუხედავად ამისა, 2019 წელს შევძელით მოგვეზიდა ინვესტორები, რომლებიც დარწმუნებული არიან ანაკლიის პროექტის განვითარებაში.

"ამას უკვე მთავრობის მხრიდან წინ დაუდგა არაკონსტრუქციული პოზიცია. არამხოლოდ არაკონსტრუქციული პოზიცია, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ გაგდებულ იქნა ინვესტორი. ყველაფერი ეს ემსახურებოდა იმას, რომ ერთ შვენიერ დღეს მომხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტა. საბედნიეროდ, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების განსხილველი არის ჟენევის არბიტრაჟი. ასევე, იმ ქვეყნების სასამართლოები, რომლებსაც ინვესტორები წარმოადგენენ. ეს გადაიზრდება დავაში რამდენიმე ქვეყნის სასამართლოში. პრობლემა ისაა, რომ ეს აჩერებს პროექტის განვითარებას. გამორიცხულია, რომ უახლოეს პერიოდში ამით ინვესტორი დაინტერესდეს, რადგან ასეთი სადავო პროექტით ინვესტორი არ ინტერესდება. ეს არის ივანიშვილის ამოცანა. პარალელურად, ჩვენ სასაამართლოში ვართ. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს - განცხადება ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად ცქიტიშვილმა კონსორციუმის მიერ არებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.

რაც შეეხება ჯაფარიძე-ხაზარაძის სასამართლოს: შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.  „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, დააყადაღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით ცალკ-ცალკე 700 ათას ლარიანი გირაო გადაიხადეს. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პროკურატურის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე აკრძალული აქვთ საქართველოს დატოვება. 


close დახურვა