ეს არის პასუხი, ალბათ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან რუსული კანონის მიღებაზე და იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა ამ ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია. ის, რომ საქართველოს ხსენება აღარ არის და აღარ არის დაფიქსირებული თუნდაც დადასტურება იმისა, რაც ჩაიწერა თავის დროზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში, პოლიტიკური გზავნილია მთელი სამყაროსთვის, მარტო ჩვენთვის არა, რომ საქართველოს აღარ განიხილავენ ისეთ პარტნიორად, როგორც იქ განიხილავდნენ და ის, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, არის გაჩერებული.
რეალურად, ვართ სიტუაციაში, როდესაც ევროპიდან გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და NATO-დან გვეუბნებიან, რომ NATO-ში ინტეგრაციის პროცესი არის გაჩერებული.