logo
ENG



ჯაფარიძის ბრძოლა მანდატის დასაბრუნებლად

16 თებ 202220:23
3 წუთის საკითხავი
 

ექნება თუ არა ბადრი ჯაფარიძეს ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა.  უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატი პარლამენტში დაბრუნებისთვის იბრძოლებს. ამისთვის კი პარტნიორი პარტიების დახმარება დასჭირდება. საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთხელ შესვლას ჯაფარიძე რუსთავიდან აპირებს.  ოპოზიციაში ყველა ფიქრობს, რომ ქართული ოცნება ჯაფარიძეს უსამართლოდ მოექცა და პოლიტიკურად იძია შური. ლელოსა და სხვა პარტიების კონსულტაციამ უნდა დაადასტუროს, რომ მხარდამჭერი სიტყვები საქმედ იქცეს და ხელისუფლების დასამარცხებლად ერთობლივად იბრძოლონ. რუსთავში ოპოზიციას ძლიერი პოზიციები აქვს.  

 


close დახურვა