გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება.
„ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ეკლესიებისა და სინოდის მსჯელობები ამის შესახებ . საბერძნეთის, რუმინეთის, კვიპროსის და რუსეთის ეკლესიებმა განაცხადეს, რომ გაითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის უწყებებიდან იქნება, მაგრამ ზიარების წესის ცვლილებაზე არც ერთს უმსჯელია.
ეს რჩება უცვლელად. არც ჩინეთში, არც იტალიაში, არც ირანში, ეს ზიარების წესს არ უკავშირდება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.