logo
ENG



ჯაღმაიძე სააღდგომო ლიტურგიაზე: მსახურება ჩატარდება, დაწვრილებით ხვალ ვისაუბრებთ

14 აპრ 202016:29
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც დეკანოზმა საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მსახურება ჩატარდება, თუმცა ამ დროისთვის გარკვეული დეტალებია შესათანხმებელი.

„ამის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და დღეს ნაჩქარევი იქნება, რომ რაღაც ვარაუდი გამოვთქვა. ამიტომ ხვალამდე უნდა მოვიცადოთ“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.


close დახურვა