საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ საგანგებო ბრიფინგზე ღვთისმსახურებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საპატრიარქო მიმდინარე მთავრობასთან მუდმივ კომუნიკაციაშია და ვითრება ყოველწუთს იცვლება.
ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო ცდილობს მიმდინარე მოვლენებზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს.
„ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობ, რომ ნაადრევად ნუ გავაკებთ განცხადებას თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების ჩატარებას, რომ ამან გაუგებრობები არ გამოიწვიოს. ვითრება ყოველ წუთას იცვლება. ჩვენ ხელისუფლებასთნ და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან მუდმივად კონტაქტში ვართ და ვცდილობთ, რომ ადეკვატურად გვქონდეს რეაგირება სულყველაფერზე. ჩვენ ერთის მხრივ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელბოას და მეორეს მხრივ სარწმუნოების მცნებებს. ამიტომ, ძალიან რთულ ვითრებაში ვართ.
პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, რომ ძირითადი მრევლი დადგეს ეზოში და სადაც საშუალებაა ტრაპეზი მოეწყოს ღია ცის ქვეშ და იქაც სანიტარული ნომრები იყოს დაცული“, - აღნიშნა ჯარმაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება და საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გარეთ გასვლა.
მიუხედავად ამისა, ეკლესია ტაძრებში ღვთისმსახურებას არ წყვეტს და აცხადებს, რომ ტაძრის კარი მრევლისთვის ღიაა. გარდა ამისა, ეკლესია არც ზიარების წესს ცვლის.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს მართმადიდებლური სამყარო.