logo
ENG



ჯაღმაიძის თქმით, სტალინის გამოსახულებაზე საპატრიარქოს განცხადება პატრიარქთან შეთანხმებულია

11 იან 202415:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/xm13f8k6bhvlzyu.jpg

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სტალინის გამოსახულებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება ილია მეორესთან შეთანხმებულია.

ასე ეხმაურება ჯაღმაიძე სოციალური ქსელში ძალადობრივი ალტ-ინფოსთან დაკავშირებულ ბექა ვარდოსანიძეს, რომლებმაც საპატრიარქოს ბოლო განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

"საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მინდა განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს. უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული თავად განსაჯეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა", - წერს ჯაღმაიძე.

ცოტა ხნის წინ საქართველოს საპატრიარქო სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე გამოსახულ იოსებ სტალინთან დაკავშირებით რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ხშირად ხატებზე წმინდანების ცხოვრების ეპიზოდებია აღბეჭდილი, თუმცა რადგან წმ. მატრონას სტალინთან შეხვედრის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, "აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა".

საპატრიარქო მიმართავს პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს დავით თახან-მოურავსა და ირმა ინაშვილს, რომლებიც ამბობენ, რომ სამების ტაძარს ხატი შესწირეს, "თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში", ან ამას საპატრიარქო გააკეთებს.

***

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხესსაღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გუშინ, 10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. 


close დახურვა