logo
ENG



ჯგუფურად გამოძალვისთვის ბრალდებულ ოთხ პირს პატიმრობა მიესაჯა

29 აპრ 202013:18
3 წუთის საკითხავი
 
19xhrwp9gvycca8.jpg

ჯგუფურად გამოძალვისთვის ბრალდებულ ოთხ პირს პატიმრობა მიესაჯა  - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

2019 წლის 10 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით სატელეფონო კომუნიკაციებისა და პირადად შეხვედრების დროს, ფიზიკური ანგარიშსწორების, ოჯახის წევრების მიმართ ძალადობისა და ქონების განადგურების მუქარით ბრალდებულებმა დაზარალებულისგან მოითხოვეს მის მიერ ონლაინტოტალიზატორ „კრისტალ ბეთის“ გათამაშებაში მოგებული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ მოდელის ავტომობილის ღირებულების წილი.

 


close დახურვა