25-მდე მოსწავლე მონაწილეობდა ბათუმის მერვე საჯარო სკოლასთან მომხდარ ჩხუბში. კონფლიქტი გაკვეთილზე დაიწყო და შემდეგ სასწავლო დაწესებულების მიმდებარედ გაგრძელდა. ჩნდება შეკითხვა - რა მოიმოქმედეს პედაგოგებმა, მანდატურებმა და მთლიანად სკოლის ადმინისტრაციამ, რომ დაპირისპირება არ გამწვავებულიყო. დაშავებული მოსწავლის დედა გულგრილობაზე ლაპარაკობს. მშობელი ექსპერტიზას მოითხოვს. მომხდარის შესახებ განსხვავებული ვერსია აქვს პედაგოგს. მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მეორე დღეა, პოლიციაში დაკითხვაზე დადიან.
ჯგუფური ჩხუბი ბათუმის სკოლაში
07 ოქტ 202220:16
3 წუთის საკითხავი