logo
ENG



ჯეიკ სალივანი კიევში ჩავიდა

05 ნოე 202200:01
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი კიევში მოულოდნელად ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. გარდა ამისა, მან შეხვედრები ჩაატარა სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებთან.

სალივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის მიმართა.

კიევში მან დაადასტურა ვაშინგტონის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც $400 მილიონს მოიცავს. პაკეტში შედის T-72-ის ტანკების მოდერნიზაცია და დრონები.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ აგრძელებ უკრაინის ეკონომიკურ მხარდაჭერას.

"აშშ იქნება უკრაინის გვერდით იმდენხანს, რამდენიც ბრძოლაც დასჭირდება", - განაცხადა სალივანმა.


close დახურვა