logo
ENG



ჯეიმს აპატურაი: აშკარაა რომ პოლიტიკური გარემო ქვეყანაში პოლარიზებულია

18 ნოე 201921:59
3 წუთის საკითხავი
 
bdqf41lexqr3ihu.jpg

ევროპარლამენტარების აზრით, დღეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მმართველმა ძალამ უნდა აიღოს.

„რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი მმართველი პარტიაა, მათ ხელშია ძალაუფლება. პარტნიორებისთვის კი ეს ძალიან ცუდი მესიჯია. ამის შემდეგ ინტეგრაციის წინ წაწევა რთული იქნება,“ - განაცხადა „ფორმულასთან“ საუბრისას რასა იუნკიავიჩენემ

ჯეიმს აპატურაის თქმით, სიტუაცია პოლიტიკური გზით უნდა დარეგულირდეს.

„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ის თავად ირჩევს, როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეს, თუმცა აშკარაა რომ პოლიტიკური გარემო ქვეყანაში პოლარიზებულია. ნატო-ს სახელით მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი და პოლიტიკური გზით მოაგვარონ ეს პრობლემა“ - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი.

„ფორმულა“ ესაუბრა ბრიუსელში მყოფ ქართველ პარლამენტარებსაც. ნინო წილოსანის აზრით, პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.

„პასუხისმგებლობას ვაკისრებ უპასუხისმგებლო ოპოზიციას, რომელსაც მხოლოდ აწყობს არეულობა. სახელმწიფო, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, გააკეთებს ყველაფერს. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, მმართველი გუნდი, თუკი პირობას ვერ შეასრულებს, ყოველ ასეთ შემთხვევაზე, რომ რევოლუციები დგებოდეს, ასე სახელმწიფო ვერ შედგება. მე მჯერა, რომ სახელმწიფო და შსს-ს ძალები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში. როცა მმართველი ძალა ვერ ასრულებს პირობას, ის ამაზე პასუხს აგებს პოლიტიკურად, ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური ტვირთი. ჩვენ წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე 2020 წელს და ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვიმსახურებთ თუ არა ლეგიტიმაციას,“ - აცხადებს ნინო წილოსანი.

ემზარ კვიციანი კი თვლის, რომ მსგავსი მოვლენები ევროპაშიც ხდება და ამაში საგანგაშო არაფერია.

„ევროპაში უარესები არ ხდება, ერთმანეთს თავზე არ დაამხეს ყველაფერი? ეს დემოკრატიის ნაწილია. არ მიმაჩნია მე ნორმალურად ადამიანების დარბევა, მაგრამ დარბევამდე მიყვანა ცუდია ძალიან,“ - განაცხადა „ფორმულასთან“ საუბარში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა.


close დახურვა