ჯენიფერ ლოპესმა და შაკირამ მინი კონცერტი შეერთებულ შტატებში, სუპერ ბოულის შესვენებისას გამართეს. ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატზე მომღერლები ლათინური რიტმებით და ცეცხლოვანი საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ. ერთ-ერთ ნომერში მონაწილეობა ჯენიფერ ლოპესის 11 წლის შვილმაც მიიღო. ემიმ დედასთან ერთად ბრიუს სპრინგსტინის ცნობილი ჰიტი შეასრულა. შაკირასა და ჯენიფერ ლოპესის შოუს ტელევიზიით თვალს 11 მილიონი ადამიანი ადევნებდა.
ჯენიფერ ლოპესმა და შაკირამ შტატებში მინი კონცერტი გამართეს
03 თებ 202021:22
3 წუთის საკითხავი
