logo
ENG



ჯერარდმა შესაძლოა „ასტონ ვილა“ ჩაიბაროს

10 ნოე 202117:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/10/wtknlssvf727r6u.jpg

გაზეთ The economist-ის ინფორმაციით, ასტონ ვილას ხელმძღვანელობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე. ასტონ ვილელები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს შოტლანდიურ „რეინჯერსთან“ სტივენ ჯერარდთან დაკავშირებით.

გამოცემის ცნობით, ბირმინგემელბს მალე სწორედ ლივერპულის ლეგენდა ჩაუდგება სათავეში. გაზეთ The economist-ის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელის, ჰაშიმ აზულის ინფორმაცით, სტივენი კლუბს პარასკევამდე ჩაიბარებს.

სტივენ ჯერარდი რეინჯერსში 2018 წელს მივიდა და კლუბის თითქმის 10-წლიანი წარუმატებელი სერია დაასრულდა. გასულ სეზონში, რეინჯერსმა შოტლანდიის პრემიერშიპი მოიგო. ჯერარდის გუნდმა მეორეადგილოსან სელტიკს 25(!) ქულით გაუსწრო. მანამდე შოტლანდიის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში, ზედიზედ 9 სეზონის განმავლობაში, რეინჯერსის ისტორიული მეტოქე, სელტიკი დომინირებდა.

41 წლის სტივენ ჯერარდი 1998 წლიდან 2015 წლამდე ლივერპულის რიგებში გამოდიოდა და ამ კლუბის ლეგენდად იქცა. მერსესაიდულ გრანდთან ერთად, ჯერარდის მონაგარი ასე გამოიყურება:

  • ინგლისის FA-ს თასი: 2000/2001, 2005/2006
  • ინგლისის ლიგის თასი: 2000/2001, 2002/2003, 2011/2012
  • ინგლისის სუპერთასი: 2001, 2006
  • უეფას ჩემპიონთა ლიგა: 2004/2005

close დახურვა