logo
ENG



ჯიშკარიანი სააკაშვილზე: სწორი მკურნალობისთვის საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ

01 ივნ 202221:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/01/2o1iy6mybtho8iv.png

ცენტრ ემპათიის მედიკოსებმა კლინიკა ვივამედში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახლა სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს.

ჯიშკარიანის თქმით, სწორი მკურნალობისთვის საჭიროა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა.

"რაც ახლა მიმდინარეობს და რაც მიმდინარეობდა პენიტენციურ დაწესებულებებში, გახლავთ სიმპტომური მკურნალობა და არსებობს პათოგნომური მკურნალობა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვუმკურნალოთ დიაგნოზს. არსებობს საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრები და იქ უნდა იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად, რომ მოხდეს სწორი მკურნალობა. ეს ეხება კვებით-აღდგენით თერაპიას, რაც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა საქართველოში და იმედი იმისა, რომ აწი განხორციელდება, არის ძალიან მცირე და ასევე ეხება ნევროლოგიას, რომელიც სამწუხაროდ, პროგრესირებს"- თქვა ჯიშკარიანმა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში 12 მაისს გადაიყვანეს. ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა 


close დახურვა