logo
ENG



ჯო ბაიდენი NATO-ს სამიტზე დასასწრებად ბრიუსელში გაემგზავრა

23 მარ 202222:07
3 წუთის საკითხავი
 
ჯო ბაიდენი NATO-ს სამიტზე დასასწრებად ბრიუსელში გაემგზავრა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე გაემგზავრა ბრიუსელში, ნატოს სამიტზე დასასწრებად.

თეთრი სახლიდან გამოსვლისას, კითხვაზე, თუ რას ეტყვის ის თავის პარტნიორებს, ბაიდენმა თქვა, რომ დაელოდება ის პირისპირ შეხვედრას.

"ყველაფერი რაც უნდა მეთქვა, ვაპირებ ვთქვა, როცა იქ მივალ", - თქვა მან ბელგიაში შვიდსაათიანი ფრენის დაწყებამდე.

24 მარტს NATO-ს, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის საგანგებო სამიტები ფოკუსირებული იქნება რუსეთის დასჯაზე თანამშრომლობაზე და უკრაინის მხარდაჭერაზე.


close დახურვა