აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ არ ნანობს გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ, იმ ფონზე, როცა თალიბანი თავდასხმებს აგრძელებს.
ბაიდენი მოუწოდებს ავღანელ ლიდერებს, გაერთიანდნენ და იბრძოლონ საკუთარი ერისთვის.
20 წლის შემდეგ აშშ-ს ავღანეთიდან საკუთარი ჯარები გაჰყავს. ამის პარალელურად თალიბანი თავს ესხმის ავღანურ პროვინციებს - ბოლო ინფორმაციით, პროვინციების 34 დედაქალაქიდან 8 უკვე დაკავებული აქვთ.
თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ასრულებს ავღანეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, თუმცა "მათ საკუთარი თავისთვის უნდა იბრძოლონ".
სამშაბათს თალიბანის მებრძოლებმა ორი პროვინციის დედაქალაქები - ფარაჰი და ფულ-ი-ხუმრი დაიკავა, ეს უკანასკნელი კი ქაბულიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.