აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 15 ნოემბერს ერთმანეთ სან-ფრანცისკოში შეხვდებიან. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. ეს იმის ფონზე რომ ბოლო დროს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა.
ლიდერები ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა სავარაუდოდ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართება. ღონისძიება სან-ფრანცისკოში 11-დან 17 ნოემბრამდე არის დაგეგმილი.
სი ძინპინი ბოლოს შეერთებულ შტატებს 2017 წელს ეწვია. სისა და ბაიდენის ბოლო შეხვედრა კი ერთი წლის წინ ბალიში, G20-ის სამიტის ფარგლებში შედგა.