logo
ENG



ჯო ბაიდენი თეთრ სახლში სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

28 ივლ 202120:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/29/4ov3ozhpgj5qf7p.jpg

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ბელარუს ოპოზიციონერს, სვეტლანა ტიხანოსვკაიას შეხვდა. ამის შესახებ Current Times-ს თვითონ ტიხანოვსკაიამ დაუდასტურა. 

სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ში ვიზიტით სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით იმყოფება. იგი უკვე შეხვდა სახელმწიფო მდივანს, კონგრესმენებსა და სენატორებს. 

გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ბელარუსის ხელისუფლება დემონსტრანტებს დევნიდა, სცემდა, ხელკეტებსა და რეზინის ტყვიებს იყენებდა. არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია იძულებული გახდა შვილებთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. მისი თანამებრძოლებისა და თანაპარტიელების ნაწილი დაკავებული ან ქვეყნიდან იძულებით წასულია. 


close დახურვა