logo
ENG



ჯო ბაიდენი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში ჩავა

25 მარ 202211:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/25/x6sgj9zpb8yerbe.jpg

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში ჩავა. ქალაქი ჟეშუვი უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პოლონეთში ვიზიტის მიზანია დასავლეთის დამოკიდებულების ჩვენება უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

ჟეშუვში ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას შეხვდება, რომელთანაც მიმდინარე კრიზისს განიხილავს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პოლონეთს ორ მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენი უკრაინელ ლტოლვილებსაც შეხვდება.


close დახურვა