![2023/02/20/5zk8jqgnwc8ih7s.jpg](/uploads_script3/articles/2023/02/20/5zk8jqgnwc8ih7s.jpg)
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის პარალელურად, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
უკრაინული მედია წერს, რომ საჰაერო განგაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.
საჰაერო განგაშის გამოცხადება უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე საჰაერო ბაზიდან MiG-31K-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენის აფრენას უკავშირდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში მოულოდნელად ჩავიდა. ეს ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია უკრაინაში. ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პოლონეთში ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი.