ჯო ბაიდენმა ვისკონსინის შტატში მოიგო
პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ხმების 49,9% მიიღო, დონალდ ტრამპმა - 49%.
ბაიდენი ლიდერობს მიჩიგანის, ნევადის და პენსილვანიის შტატებშიც.
პენსილვანიის შტატში ბაიდენს ტრამპი ასწრებს, მიჩიგანსა და ნევადაში - ბაიდენი ლიდერობს.
ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 90%, მათგან 50.2% ბაიდენმა მიიღო.
ამ ეტაპზე ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 248 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს - 214. გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა.
თუ დემოკრატი ჯო ბაიდენი ნევადისა და მიჩიგანის შტატებშიც გაიმარჯვებს, საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისათვის საკმარისი ხმებსაც მოიპოვებს.