ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ესაუბრა და კურსკის კონტრშეტევა განიხილა.
ჯოზეფ ბორელმა დმიტრო კულებას უთხრა, რომ ევროკავშირი უკრაინელი ხალხის ბრძოლას სრულად უჭერს მხარს.
"დავადასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლაში. პუტინმა ვერ გატეხა უკრაინის წინააღმდეგობა მისი გაუმართლებელი შეჭრის მიმართ და ახლა იძულებულია, დაიხიოს უკან, რუსეთის ტერიტორიაზე", - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.
Discussed w/ @DmytroKuleba the last developments on the frontline & the Kursk counteroffensive. I reiterated the EU full support to the UA people’s fight.
Putin hasn’t managed to break UA resistance against his unjustified invasion & is pushed now to withdraw inside RU territory
პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.
კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".
6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.
უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".
12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.