მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს კოვიდ 19 დაუდასტურდათ. ასევე ვირუსით დაინფიცირდნენ მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერი გრიგორ დიმიტროვი და რეიტინგის 33-ე ნომერი ბორნა ჩორიჩი.
საჩოგბურთო ეპიდაფეთქება, ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ, ზადარში ორგანიზებულმა ტურნირმა გამოიწვია. შეჯიბრი ყველანაირი რეგულაციის დაცვის გარეშე მიმდინარეობდა, სპორტსმენები უსაფრთხოების მინიმალურ ზომებსაც არ იცავდნენ. სერბული პრესის განცხადებით, ინფიცირებულნი არიან დიმიტროვისა და ჯოკოვიჩის ფიტნეს-მწვრთნელებიც.