logo
ENG



ჯონსონი: მომდევნო თვეებში რესურსების ამოწურვის გამო უკრაინაში რუსეთის შეტევები შენელდება

23 ივნ 202216:53
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონი: მომდევნო თვეებში რესურსების ამოწურვის გამო უკრაინაში რუსეთის შეტევები შენელდება

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა 3 ევროპულ გამოცემასთან გამართულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის სერვისების ვარაუდით, რუსეთის შეტევები უკრაინასთან ომში რესურსების შემცირების გამო მომავალ თვეებში შენელდება.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ძალები აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში წინ მიიწევდნენ და მოაქვთ ნგრევა, თუმცა სამხედროებისა და იარაღების დიდი დანახარჯების გამო.

„ჩვენს თავდაცვის დაზვერვის სამსახურს მიაჩნია, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი მივა იმ წერტილამდე, საიდანაც წინ წასვლის ძალა აღარ ექნება, რადგან ამოწურავს საკუთარ რესურსებს.

მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას რომ შეატრიალოს დინამიკა. მე ამაზე ვიკამათებ დიდი შვიდეულის სამიტზე (გერმანიაში).

ვინაიდან უკრაინელები არიან კონტრშეტევის დაწყების პოზიციაში, ამას მხარი უნდა დავუჭიროთ აღჭურვილობით, რომელსაც ისინი ჩვენგან ითხოვენ.“ - განაცხადა ჯონსონმა.

მას შემდეგ რაც ბრიტანეთის პრემიერს ჰკითხეს, როგორი იქნებოდა უკრაინის გამარჯვება და პუტინის დამარცხება, ჯონსონმა თქვა:

„მინიმუმ დავიბრუნებთ სტატუს-კვოს, რაც 24 თებერვლამდე იყო და მათი (რუსეთის) სამხედროებს განდევნიან მათი დაპყრობილი ადგილებიდან“ - განაცხადა ჯონსონმა.

 

close დახურვა