logo
ENG



ჯონსონი: პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზება იმ შეცდომის გამეორება იქნება, რაც 2014-ში დავუშვით

19 მარ 202218:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/19/6dk4d25hfwfbfd3.jpg
Russell Cheyne / REUTERS

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა შეცდომა იქნება. 

პრემიერის თქმით, ეს იმ შეცდომის გამეორება იქნება, რაც 2014 წელს უკვე დაუშვეს. 

ჯონსონმა ამის შესახებ ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე ისაუბრა.

„ამის [უკრაინაში შეჭრის] შემდეგ პუტინთან ურთიერთობის ხელახლა ნორმალიზების მცდელობა, ისე, როგორც ეს 2014-ში გავაკეთეთ, ზუსტად იმავე შეცდომის გამეორება იქნება“, - თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 


close დახურვა