logo
ENG



ჯონსონი: უკრაინაზე თავდასხმა ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო უპირისპირდება

11 აპრ 202217:40
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილსთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ "უკრაინაზე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმა ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო უპირისპირდება".

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა ქართველ კოლეგას წერილი დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისწერა. წერილის თარგმანს პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"[...] კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება.

გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან.

მინდა ასევე დაგარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე. მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას", - ნათქვამია წერილში. 

 


close დახურვა