logo
ENG



ჯონსონი: უკრაინას NATO-ში გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს

03 მაი 202315:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/03/4uxhvoql796figc.jpg

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს.

"უკრაინას NATO-ში გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს მის ძალისხმევას ამ მიმართულებით", - თქვა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.

2022 წლის 30 სექტემბერს, უკრაინამ რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ, NATO-ში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით მიმართა.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს ყველა მოკავშირემ მიაღწია კონსენსუსს, რომ უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის აუცილებელია სამხედრო მხარდაჭერაზე ფოკუსირება.


close დახურვა